პოლონელი ექიმების ჯგუფმა დაიწყო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
„მეგობრებს უბედურებაში არ ვტოვებთ. ჩემი თხოვნით, პოლონელ ექიმთა ჯგუფმა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა“, – წერს ის სოციალურ ქსელში.