სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გამთენიისას რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ზმეინის კუნძულს და მტერმა ტაქტიკური ავიაცია გამოიყენა.
კერძოდ, ოკუპანტებმა კუნძულზე ბომბი ჩამოაგდეს.
ასევე ცნობილია, რომ ამჟამად ცხრა რუსული ხომალდი საბრძოლო მორიგეობას ახორციელებს შავ ზღვაში, მათ შორის არის სამი სარაკეტო მატარებელი: ორი ზედაპირული და წყალქვეშა. ხომალდები ჯამში 18-მდე რაკეტითაა აღჭურვილი.