ძლიერი სიცხეები ევროპაში – ამინდის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინებები ესპანეთის კანარის კუნძულებზე, იტალიაში, კვიპროსსა და საბერძნეთში მოსახლეობამ უკვე მიიღო. საბერძნეთში ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა 43-44 გრადუსს მიაღწევს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, იტალიის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ შესაძლოა 48 გრადუსს მიაღწიოს და დაფიქსირდეს პოტენციურად ყველაზე მაღალი ტემპერატურა ევროპაში, რაც კი ოდესმე ყოფილა.
გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში, მათ შორის ფლორენციასა და რომში მოქმედებს.