ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე გვიან ღამით გასროლა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გასროლისას არავინ დაშავებულა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებასა, ასევე, სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.
თვითმხილველების თქმით, მათ გვიან ღამით 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს.