ვერძი
ცეცხლოვანი ვერძი მეგობრად საკუთარი სტიქიის წარმომადგენელს ლომს ან მშვილდოსანს ირჩევს. თუ გვერდით სერიოზული, გაწონასწორებული მეგობარი გსურთ, კუროს მიმართეთ. ქალწული კი თქვენს ენერგიას სწორ მიმართულებას, თქვენ კი საჭირო რჩევებს მოგცემთ. კირჩხიბთან და სასწორთან კი – მენტალური ისტორია, მაქსიმალური ურთიერთობა – არაკონფლიქტური კოლეგები და მეზობლები.
კურო
თავს სტაბილურად თხის რქისა და ქალწულის გარემოცვაში იგრძნობთ. თქვენი ამოქმედება კი ტყუპს შეუძლია. ერთგული მეგობრები თევზებში ეძებეთ. ჭკვიანი და ძლიერი მორიელი თქვენს პატივისცემას დაიმსახურებს. თქვენ გვერდით ყველაზე მეტად მერწყულს გაუჭირდება – მისი ექსცენტრიკული ხასიათი და თქვენი ტრადიციული შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება.
ტყუპი
შეიძლება „100-წლიანი მეგობრობა“ გაკავშირებდეთ სასწორთან და მერწყულთან. მათთან საერთო ინტერესები გაკავშირებთ. ერთმანეთს უსიტყვოდ უგებთ. კარგ მეგობრობას გაგიწევთ ვერძი. იუმორის გრძნობა დაგაკავშირებთ თევზებთან. სერიოზული თხის რქები და კუროები თქვენში პერიოდულად გაღიზიანებას იწვევენ.
კირჩხიბი
თქვენი სულიერი მღელვარების გაგება თევზებს შეუძლია. სასწორისგან მუდამ იგრძნობთ მხარდაჭერას. სამეფო ლომი მიზნების დასახვასა და მათ რეალიზებაში დაგეხმარებათ. გაწონასწორებული კურო საუკეთესო კომპანიონია ჰობისა და სპორტისთვის. მორიელი გაცნობის დღიდანვე გაღიზიანებთ.
ლომი
ძლიერი და დინამიკური ლომისთვის მეგობრობაში მთავარი ერთგულებაა. ენაზე კბილის დაჭერა კარგად გამოსდით ვერძებსა და მშვილდოსნებს. ლომი მათთან ერთად თავს დაცულად გრძნობს. ამბიციური იდეების განხორციელებას თხის რქასთან შეძლებენ. დროდადრო მეგობრობენ მერწყულთან. ლომის წონასწორობიდან გამოყვანა არასაიმედო და ფეთქებად ტყუპს შეუძლია.
ქალწული
გაწონასწორებულ, პასუხისმგებლიან ქალწულს საუკეთესო მეგობრობას თხის რქა და კურო გაუწევენ. რომანტიკულ და მგრძნობიარე კირჩხიბებს მათზე ზრუნვა შეუძლიათ. თუ ქალწულის გულს ცვლილებები სურს, ტყუპისა და მშვილდოსნის რჩევებს უნდა დაუგდოს ყური; მათი სითამამე გადამდებია. თევზების ფანტაზიორობა და სიცრუე აგიჟებს ქალწულს.
სასწორი
ყველასთან სურს მეგობრობა. სასწორის გული ყველასთვის ღიაა. თავად თავს ყველაზე კომფორტულად ტყუპთან და მერწყულთან გრძნობენ. ლომი, მძიმე ხასიათის მიუხედავად, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში ეხმარებათ. თუ ცხოვრება მოსაწყენი გახდა, ვერძს დაუკავშირდით. ხოლო თხის რქისა და მორიელის პირქუშ ხასიათს თქვენაირი სათნო ბუნების ადამიანიც რთულად იტანს.
მორიელი
არსებობს კი ჩვენს პლანეტაზე ადამიანი, რომელიც მორიელს მეგობრობას გაუწევს? მათი იდეალი ადამიანური ღირსებებისგან შორსაა. თუმცა, შეიძლება იმეგობრონ თევზებთან და კირჩხიბთან. მორიელი აფასებს ლომის ავტორიტეტს. სტაბილურობას პოულობენ მერწყულთან. ტყუპთან კი ყურადღებით უნდა იყვნენ.
მშვილდოსანი
თავისუფლებისმოყვარე და მეგობრულ მშვილდოსანს გარშემო ისეთი ადამიანები სჭირდება, ვისითაც იამაყებს. იდეალურად გრძნობენ თავს ლომებისა და ვერძების გარემოცვაში. ერთად ერთობიან, ერთმანეთის საიმედო საყრდენები არიან. აი, თხის რქასთან კი ურთიერთობა უჭირთ, რბილად რომ ვთქვათ.
თხის რქა
საკუთარ თავთანაც ჰარმონიულად გრძნობს თავს. მეგობრები ცოტა ჰყავთ, ისიც ქალწულისა და კუროს გარემოცვიდან ერთ-ორი. თუ გულის გადაშლა და ოჯახური მზრუნველობა დაგჭირდებათ, კირჩხიბს მიაკითხეთ. აი, ვერძებსა და სასწორს კი უნდა მოერიდოთ.
მერწყული
თავისნაირ ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანებთან უხარია ყოფნა. მისი კარგად ესმით სასწორსა და ტყუპს. თქვენი ლოიალური მეგობარი შეგვიძლია ვუწოდოთ მორიელს. კოლეგიალური ურთიერთობა გაქვთ კირჩხიბებთან. სერიოზულ ქალწულებთან და თხის რქებთან კი საერთო არაფერი გაქვთ.
თევზები
მეგობრების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან გარშემო მყოფებს თქვენზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. იმეგობრეთ თქვენივე სტიქიის წარმომადგენლებთან კირჩხიბებთან და მორიელებთან. შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ, სამოგზაუროდ გაემგზავრეთ მშვილდოსნებთან და ვერძთან ერთად. გაგაღიზიანებთ ტყუპის არასაიმედოობა.
ავტორი