ახალციხეში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 15 ივლისს გვიან ღამით, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “იმედში” გადაიყვანა.
“ბავშვს ჰქონდა ზედაპირული ტრამვები, ქვედა კიდურებზე. ასევე თავის ტრამვაც. ჩაუტარდა გამოკლვევები, მთელი ღამე დაკვირვების ქვეშ იყო. დღეს გაეწერება კლინიკიდან” , – ამბობს “იმედის” კლინიკური მენეჯერი, მზია კაკოშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე