ზესტაფონში, ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს, თორნიკე მესხს, მისი გარდაცვლილი კლასელის, სალომე გლოველის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.
,,სალოო, 15 მაისს ბოლო ზარი დაირეკა შენი კლასელებისთვის დეე, ხო და მოვიდნენ შენი ბავშვები შენთან, მოგიტანეს ულამაზესი თაიგული და თეთრი პერანგი, თბილი სიტყვებით მოხატული.
თორნიკეც იყო დეე…
ახლა ზეცაში წამოვიდა დედი, შენთან…
აუცილებლად მოვიკრებ ძალას, მივალ და ჩავეხუტები დეე, გამოვატან შენთან სითბოს დედი, ჩემ ცრემლს და სიყვარულს, მოვა და ჩაგეხუტება და იგრძნობ დედი, როგორ მტკივა უშენობა და როგორი ტკივილით ვცხოვრობ, როგორ ვერ ვეგუები უშენობას, რა ძალიან მიჭირს დეე.
თქვენ შემოგევლეთ მეე, ანგელოზებად მოვლენილებო, ამ ქვეყნად…
სული მეწვის თოკოს დედის ცოდვით…
ვიცი, ახლა არანაირი თანაგრძნობა არ მივა მისი დედის გულთან, ვიცი და მენანება ამ ტკივილისთვის…
შეხვედრამდე, ჩვენო ანგელოზო შვილებო, სალომე გლოველი, თორნიკე მესხი”, – წერს სალომე გლოველის დედა, მარი გლოველი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ზესტაფონში, მდინარე ძუსაში თორნიკე მესხი 17 ივლისს ჩავარდა. მას სამი დღის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ. ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს.