დაბა ურეკში, ასოციაცია „ჩაის გზის”ორგანიზებით, აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა.
ერთხელ დაგეგმილი ფესტივალი, რომელიც 10 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, უამინდობის გამო გადაიდო, თუმცა, მოგვიანებით მზე გამოჩნდა და ღონისძიებაც შედგა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ასოციაციის წევრებმა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო: გურული ჩაი, ღვინო, თაფლი, მშრალი ხილი, ჩურჩხელა.
მოეწყო სამთო, საზღვაო, ჩაის გზა და ღვინის ტურისტული კუთხეები.
საზოგადოების, ურეკის დამსვენებლების, სტუმრების წინაშე წარდგნენ სასოფლო ტურისტული მასპინძელი ოჯახები;
ფესტივალზე მოსულმა სტუმრებმა დააგემოვნეს გურული, ტრადიული და გურული სუნელები…
_ ძალიან კარგია ასეთი ფესტივალის ჩატარება. ეს ხელს უწყობს ჩვენი, მეწარმეების ცნობადობის გაზრდას, ჩვენი ნაწარმის პოპულარიზაციას. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მასშტაბურად ჩატარდება და ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესი შედეგი გვექნება, _ ამბობს აგროტურისტული მეურნეობა „პლანტაციას“ დამფუძნებელი, ლანა ჟღენტი.
ასოციაცია „ჩაის გზის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ღონისძიების ორგანიზატორი, ალეკო მამეშვილი აცხადებს , რომ ამ სასიკეთო ტრადიციას კიდევ უფრო გაუმჯობესება ელოდება:
_უკვე ტრადიციად იქცა “ასოციაცია ჩაის გზა” წევრების მონაწილეობით ურეკში აგრო–ტურისტული ფესტივალის მოწყობა. წელს ასოციაციის ახალ წევრებთან ერთად, ურეკის დამსვენებლებს და სტუმრებს წარვუდგინეთ გურული საწარმოო და ტურისტული შესაძლებლობები. მომავალში კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება და მეტი მონაწილე გვეყოლება, რადგან ასოციაციის მიზანია ადგილობრივი წარმოების და ტურისტული პოტენციალის შესაძლებობების განვითარება, _ თქვა მან.
მან ასევე თქვა, რომ “ასოციაცია ჩაის გზა” მადლობას უხდის ფესტივალის პარტნიორებს მხარდაჭერისთვის: USAID / Georgia – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა; ბახვი ჰესი (Bakhvi HPP) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.
ავტორი