ალტაის რესპუბლიკაში, რუსეთში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას გამოცემა Interfax ავრცელებს.
Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც რუსი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა, დაშვებისას ელექტრონულ სადენებს გამოედო და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
Interfax-ის ცნობით, მომხდარს ადასტურებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.