სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი გმობს და საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ითხოვს:
“კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!” წერს ზურაბიშვილი
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ დოკუმენტს, რომელიც რუსულ მხარეს საშუალებას მისცემს აეროპორტი საკუთარი შეხედულებების მიხედვით მართოს.