83 წლის ოზურგეთელი ჯემალ კეჭაყმაძე ხვალ ტაქსით უფასოდ მოგემსახურებათ, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბატონი ჯემალის შვილმა, თეა კეჭაყმაძემ დაწერა.
“მეგობრებო, ხვალ 28 ივლისს, წმიდა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს, კვირიკეთის ეკლესიაში გაიმართება წირვა.
ბატონი ჯემალ კეჭაყმაძე გაცნობებთ, რომ ეკლესიაში წასვლის მსურველებს მოგემსახურებათ უფასოდ.
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე, მიუთითოთ ლოკაცია და მიგაბრძანებთ ეკლესიაში.
ჩემი მამიკო დილიდან თქვენს განკარგულებაშია.
558-17-59-55.” _ წერს სოციალურ ქსელში თეა კეჭაყმაძე.