მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში აგვისტოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
აგვისტო საქართველოში იქნება ნორმაზე ცხელი!თვის განმავლობაში ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, როგორც სანაპიროზე, ასევე დაბლობსა და ბარში, მთასა და მაღალმთაში.ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი და ცალკეულ დღეებში ზოგან +41 გრადუსს მიაღწევს.ასე, რომ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი დასვენების დღეები თვის განმავლობაში თამამად!ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ… ბევრი კარგი მოგონება დაგრჩეთ!