ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შედეგები ცნობილია.
#2 საჯარო სკოლიდან ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულები მიიღეს: ნია ფოფხაძემ 57 ქულა; არმაზ შავიძემ- 56 ქულა; ნინო ქალდანმა- 56 ქულა.
სოფელ ხევის საჯარო სკოლიდან: თამუნა გრიგალაშვილმა- 57 ქულა; თამარ სამხარაძემ-55 ქულა. სოფელ ბორის საჯარო სკოლიდან: ლიზი ავალიშვილმა 56 ქულა; გიგა ბერაძემ-55 ქულა.
სოფელ საღანძილის საჯარო სკოლიდან ნინი ბაკურაძემ- 57 ქულა.
,,წარმატებები მინდა, ვუსურვო ყველას. ძალიან კარგი თაობაა წელს ხარაგაულიდან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული,”- ,, გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხაძემ.
ავტორი