სამკაული
არასოდეს ათხოვოთ თქვენი სამკაულები სხვას, განსაკუთრებით, თუ არ აქვს მნიშვნელობა, ვის ათხოვებთ მას დროებითი სარგებლობისთვის – ოჯახის წევრს თუ ნათესავს. ძვირფასი ქვები და მინერალები მფლობელის ენერგიას ისრუტავენ და რაც უნდა იღბლიანი იყოს ნივთის მფლობელი, ახალ, დროებით პატრონს ის ბედნიერებას არ მოუტანს, ხოლო როდესაც თავის პატრონს დაუბრუნდება, დიდი შანსია, თან გამოჰყვეს უარყოფითი ენერგეტიკა და სხვისი კუთვნილი უიღბლობები.
ჭურჭელი
ხშირად ხდება, რომ მეზობელს დიდი ზომის ქვაბი დასჭირდა ან სტუმრები ჰყავს და ჭურჭელი აკლდება. ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც ინახება ამა თუ იმ ოჯახში, ინახავს იქაურ ენერგეტიკას, რაც თხოვების შემდგომ სხვა ოჯახში გადადის. თუ რაიმე ჭურჭელს მაინც ითხოვებთ, გახსოვდეთ, უნდა დაუბრუნოთ კარგად გარეცხილი და აუცილებლად სავსე.
ცოცხი
გახსოვდეთ, რომ ოჯახში ორი ცოცხი ცუდის ნიშანია. როდესაც იყიდით ახალს, ძველი გადააგდეთ ან უკეთეს შემთხვევაში, დაწვით. ეცადეთ, ცოცხი იყიდოთ კაცი გამყიდველისაგან და ისიც, მთვარის მე-19 დღეს, ხოლო ახალ წელს, 31 დეკემბერს, წელიწადის ბოლო დღეს, რამეთუ ასეთი ცოცხი ბარაქას და სიხარულს მოიტანს თქვენს ოჯახში. არასდროს დააგვევინოთ სახლი სტუმარს და არასდროს ათხოვოთ ის მეზობელს, რამეთუ სიღატაკე იცის ნათხოვარი ცოცხის დაბრუნებამ.
ტანსაცმელი
კატეგორიულად აკრძალულია საკუთარი ტანსაცმლის თხოვება და არა ჰიგიენური მოსაზრების გამო, არამედ ენერგეტიკის გამო. განსაკუთრებით არ ითხოვოთ და არ ათხოვოთ ფეხსაცმელები. აი, გაჩუქრება კი შეიძლება. სასურველია, თუ მეგობარი გჩუქნით. სიმბოლურად, ნივთში 10 თეთრი მაინც გადაიხადეთ, რადგან ფულის გადახდით თქვენ აბათილებთ იმ ადამიანისგან გამოყოლილ ყველანაირ ენერგეტიკას.
ავტორი