ისტორიის ქულით ამ დროისთვის სამტრედიაში, მესამე საჯარო სკოლის ოქროს მედალზე კურსდამთავრებული, ლიზი ქაშაკაშვილი ლიდერობს. მან ისტორიაში უმაღლესი 60 ქულიდან 57 ქულა აიღო(პედაგოგი ნატო ჯამბურია). ერთიანი ეროვნული გამოცდები ლიზიმ ქალაქ ქუთაისის 23- ე საგამოცდო ცენტრში ჩააბარა; ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი 60 ქულიდან 56 აიღო, ინგლისურში – 70- დან 68 ქულა.
ისტორიის გამოცდის 57 ქულა ლიზი ქაშაკაშვილს გარანტიას აძლევს, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სახელმწიფოდან ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხოს.
ავტორი