პუტინი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, „სამოქალაქო პლატფორმის“ მმართველობისას ჩვენ დავკარგეთ რვა წელი, როდესაც შეგვეძლო, მოვმზადებულიყავით, – ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
კაჩინსკის განცხადებით, პოლონეთის ამჟამინდელმა ოპოზიციამ გაანადგურა ყველაფერი, რაც სამხედრო ძალას წარმოადგენდა აღმოსავლეთ კედელზე და სურდათ აღმოსავლეთ პოლონეთის მაცხოვრებლები პუტინის ჯარისკაცების წყალობაზე დაეტოვებინათ.
ინფორმაციისთვის, პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, მას შემდეგ რაც ვაგნერმა პოლონეთის სიახლოვეს სამხედრო წვრთნა დაიწყო. პოლონეთი საზღვართან უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას აპირებს.