,,ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები… მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი…”, – ეს სულის შემძვრელი პოსტი მარიტა გუტაშვილს ეკუთვნის, რომელიც სტიქიის ზონაში დაკარგულ ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებს და სოციალურ ქსელში მათ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, რაჭაში, დაკარგულთა შორის არის გუტაშვილებისა და მაისურაძეების ოჯახი, ერთად 9 ადამიანი – დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები. მათი დეიდა და დეიდაშვილები – შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები. მათი ბიძაშვილი სამი მცირეწლოვანი ბავშვით.
“პრაიმტაიმი”