ფოთში, რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ზღვაში კიდევ ერთი , 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “გურია ნიუსს” ადგილობრივებმა დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც ირკვევა, ორი მეგობარი ზღვაზე საცურაოდ წავიდა და გაუჩინარდა. მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს.
შსს- ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი