“გურია ნიუსისთვის” ფოთში, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდების ვინაობა ხდება ცნობილი.
წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან – 16 წლის ნიკა კარანაძე და 14 წლის ავთო ედიბერიძე. ისინი ფოთიდან იყვნენ.
“ნიკა პირველი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო , ხოლო ავთანდილ ედიბერიძე მე -3 სკოლის მოსწავლე. ვიწვით ამ საშინელი ტრაგედიით”,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, უბედური შემთხვევა გუშინ, 7 აგვისტოს მოხდა.
როგორც ირკვევა, ორი მეგობარი ზღვაზე საცურაოდ წავიდა და გაუჩინარდა. მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი გუშინვე იპოვეს. მეორეს ამოყვანა კი რამდენიმე საათის წინ შეძლეს.
შსს- ინფორმაციით, მომხდარზე გამოხიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი