სავსე მთვარის ენერგია უძლიერესია, ამიტომ საჭირო მიმართულება უნდა მისცეთ.
გაცნობიერებული უარი
არ იკამათოთ, არ შეხვიდეთ კონფლიქტში, არ განიხილოთ და განკიცხოთ არავინ. არ გაბრაზდეთ. სავსემთვარობა ესაა დრო დამშვიდების, სიმშვიდის მოპოვების. ღრმად ჩაისუნთქეთ და ყველას აპატიეთ, ვინც გაწყენინათ.
იფიქრეთ პოზიტიურად
აქ მთავარია – არ გადააჭარბოთ, რადგან სავსემთვარობისას ყველაფერი მძაფრდება და შეიძლება თქვენი პოზიტივი იმდენად მოჭარბებული იყოს, რომ რეალობასთან შეგუება გაგიჭირდეთ. დადექით სარკის წინ და საკუთარ თავს კომპლიმენტები უთხარით. გაისეირნეთ და დატკბით გარემოთი.
იფრინეთ წარმოსახვით
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნებები სრულდება. წარმოიდგინეთ სასურველი ადგილი, ქვეყანა და იმოგზაურეთ იქ. დაფიქრდით თქვენს მიზნებზე და ჩამოწერეთ ისინი. ჩამოწერეთ სურვილები, ოცნებები, მიზნები, დაამაგრეთ ფურცელი გამოსაჩენ ადგილას. რაც უფრო მკვეთრი ფერის იქნება ფურცელი, მით უკეთესია.
დაიწყეთ მედიტირება
თქვენ შეგიძლიათ მედიტირება როგორც მარტო, ასევე სხვა ადამიანებთან ერთად. სავსე მთვარე უდიდესი ენერგიით დაგმუხტავთ. მედიტაცია არაჩვეულებრივი საშუალებაა, გაათავისუფლოთ გონება უარყოფითისაგან და შეივსოთ სასიცოცხლო ძალებით.
გაუგზავნეთ პოზიტიური ენერგია მათ, ვისაც ის სჭირდება
სიკეთის ენერგია გაუშვით მათთან, ვინც ამას საჭიროებს. შეგიძლიათ სრულიად უცნობ ადამიანებს გაუგზავნოთ მოჭარბებული ენერგია.
გაუშვით ეს ენერგია მათკენ, ვინც იტანჯება, ვინც შიმშილობს და სიკვდილს ებრძვის. ეს ყველაფერი უნდა მოდიოდეს გულიდან.
ავტორი