ლომი
პირველობას აქაც არავის უთმობენ. ლომებს უყვართ სხვებისთვის მოულოდნელი საჩუქრების გაკეთება და ამით უდიდეს სიამოვნებას იღებენ, მაგრამ ამავდროულად, თავადაც სურთ სიურპრიზები და თავადაც ელიან გარშემომყოფთაგან რაიმე სასიამოვნოს, ისეთ რამეს, რის გამოც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან. რაც მთავარია, მათი აზრით, საჩუქრის მისაღებად სულაც არ არის საჭირო რაიმე მიზეზი ან დღესასწაული.
სასწორი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან უყვართ ბედნიერების მომტანი სიურპრიზები, ისეთი სასიამოვნო მოულოდნელობები, რომელთა საშუალებითაც ყურადღების ცენტრში აღმოჩდებიან. სასწორები გიჟდებიან მოულოდნელ საჩუქრებსა და ისეთ ჟესტებზე, რომლებიც მზრუნველობას აგრძნობინებთ მაშინ, როცა არ ელოდებიან.
ვერძი
ვერძებს მოსწონთ მოულოდნელობები, სიურპრიზები, ყველაფერი, რაც დაეხმარებათ, რომ მოსაწყენ რუტინას და მოწყენილობას თავი დააღწიონ. ამიტომ, ისინი სიურპრიზებით ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან. მათ მოსწონთ სპონტანურობა და იმის გაცნობიერება, რომ გარშემომყოფებისგან შესაძლოა სასიამოვნო მოულოდნელობებს ელოდონ.
ავტორი