რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვს შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო, Telegram-ზე ავრცელებს და წერს, რომ დარტყმის შედეგად 31 წლის პოლიციელი დაიღუპა, 12 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“დღეს რუსებმა ქალაქ ორეხოვზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია 31 წლის პოლიციის კაპიტანი, 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციის 4 თანამშრომელი,” – წერს კლიმენკო.