მოგესალმებით მეგობრებო!!!
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გაგიზიაროთ შემდეგი, რომ ბახმაროს მიმართულებით მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია, რომელი პროექტითაც ახალი ასფალტირებული გზა იქნება ბახმაროს ცენტრამდე, გახსოვთ ალბათ დაახლოებით 2 თვის წინ იყო გადაუღებელი 4-5 დღიანი წვიმა, რომელმაც პრობლემა შეუქმნა ჩოხატაურს, იყო წყალდიდობები, მდინარის ადიდება და ა.შ.
შესაბამისად ადიდდა ბახვისწყალი და პრობლემა შეუქმნა პიონერის და უჩხუბის ქუჩებზე მცხოვრებლებს, იცით თქვენ რომ ბახვისწყალი თითქმის გზაზე გადმოვიდა, ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, რადგანაც ყველანაირი ტექნიკა ბახმაროშია მობილიზებული და დავიწყეთ ბახვისწყლის კალაპოტის ფორმირება, გასწორხაზოვნება, გაბიონების და ჯებირების გაკეთება, ასევე დაღრმავება და გავაკეთეთ დამაკავშირებელი ზემოაღნიშნულ ქუჩებთან.
ასევე ვცდილობთ მოვიპოვოთ შესაბამისი ფინანსები ამ ადგილზე სამანქანო ხიდის გაკეთების. მინდა იცოდეთ, რომ ყველა პროცესი კანონიერად მიმდინარეობს, რომლის მონიტორინგსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობაც ახორციელებს, ის რომ შოვზე უარესი მოხდება, ის რომ ბახმაროს პატრონი არ ყავს, ის რომ არავის არაფერი არ აინტერესებს არის ძალიან აზრს მოკლებული. მინდა მოგიბოდიშოთ შეფერხებისთვის, მაგრამ შემდეგ სეზონზე მოწესრიგებული ახალი და კარგი გზა გვექნება, აქვე გეტყვით რომ ფერისცვალების დღესასწაული ჩატარდება ძალიან მოკრძალებულად, იქნება ტრადიციული დოღი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები და არ იქნება კონცერტი. წარმატებებს გისურვებთ, _ ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.