თურქეთში, ჰატაიში, ჰაერის რეკორდული ტემპერატურა +50 ცელსიუს გრადუსი დაფიქსირდა. აქამდე ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2021 წელს, 49.1 გრადუსი იყო დაფიქსირებული.
ჰატაი ერთ-ერთი პროვინციაა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა 6 თებერვლის მიწისძვრებით და დააზარალა ასევე ზაფხულის უკიდურესმა სიცხემ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მცხოვრებნი განიცდიან წყლის დიდ დეფიციტს, ხალხს დიდი ხნის განმავლობაში უწევს რიგებში ლოდინი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებებისგან წყლის მისაღებად.
მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაცია ამბობს., რომ შესაძლოა ეს იყოს პოტენციური ახალი გლობალური და ეროვნული ტემპერატურის რეკორდები, რადგან ზაფხულის განმავლობაში ინტენსიური სიცხის ტალღები მოიცავს სამხრეთ აშშ-ს, ხმელთაშუა ზღვას, ჩრდილოეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს და აზიის ზოგიერთ ქვეყანას.