ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა კატერმა გადაუარა.
როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ უყვება, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ფოტოების მიხედვით, ადგილზე იმყოფება პოლიციაც.