რიკოთის უღელტეხილზე, მშენებლობაზე დასაქმებული 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.
გარდაცვლილი მუშა ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი ქართველია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
მუშებმა დაზიანებები საამქროში მუშაობის დროს, მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციების მზადების პროცესში მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. მათივე ცნობით, საქმე სსკ 240-ე მუხლით არის აღძრული.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.