CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია მეხის დაცემით გარდაიცვალა.
“მწუხარებით მოგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა. ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდნენ.
ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება უკეთესი მსოფლიოსთვის იღწვოდა. ნანა ჯანაშიამ CENN 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და წვლილი შეიტანა მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.
ნანას დარჩა ვაჟი, ლეონი და ქმარი, ლორანი. ნანას გარდაცვალებიდან მალევე ლეონმა ცაში დიდი ცისარტყელა დაინახა და თქვა, რომ „ნანიკო გვეუბნება, რომ ის სამოთხეშია“, საღამოს კი ცაში მისი ვარსკვლავისკენ მიანიშნა. დაე, მისი შუქი ყოველთვის ანათებდეს, როგორც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.
ვუსამძიმრებთ ყველას ამ უდიდეს დანაკლისს”, _ წერია CENN-ის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.