მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა სოფელ სადახლოში მოხდა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.
“მარნეულში მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა. მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონია და როცა მისმა ცოლმა წამლების დალევა შესთავაზა, მან ცუდად მიიღო ეს და დანით დაარტყა, შემდეგ კი, როცა თავის დარტყმას ცდილობდა, მისმა შვილმა შეაჩერებინა”, – წერს სამირა ბაირამოვა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.