სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დაკარგულთა ძებნა რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში და მდინარის კუნძულოვან მონაკვეთებზე, 800 ერთეული მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 5 მოქალაქე. სტიქიიდან 20 დღის შემდეგ, 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
თბილისში, რუსთავსა და სოფელ ლაგვანთაში საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს შოვში სტიქიის დროს დაღუპულ შვიდ ადამიანს.
სოფელ ლაგვანთაში თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკა ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას.
თბილისში (ვარკეთილის მეურნეობა, გუდამაყრის 22) სტიქიის კიდევ ერთ მსხვერპლს, სალომე ხეთაგურს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.
რუსთავში კი (ლესელიძის მეორე გასასვლელი, სახლი #18) დაკრძალავენ მარიტა გუტაშვილის ოჯახის სამ წევრს:
შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისას; კოტე მაისურაძეს; მარიამ მაისურაძეს.