შოვის ტრაგედიისას დაღუპული, დუდაშვილების მე-4 წევრი, პატარა ანასტასიაც იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მარიტა გუტაშვილმა გაავრცელა.
6 აგვისტოს დადასტურდა 7 წლის ლუკას დაღუპვა. მოგვიანებით მაშველებმა გიორგი დუდაშვილის მეუღლის და კიდევ ერთი შვილის ცხედარიც იპოვეს.
„დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს, შოვის ტრაგედიას, სამწუხარო ამბავი უნდა გაუწყოთ: სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა, რაც უკვე დადასტურებულია.
ალბათ, ყველანი მიხვდით, მაგრამ მაინც განვმარტავ, რომ ეს სწორედ ის ბავშვია, ვისაც მაშველებთან ერთად, მამამისიც ეძებდა და თან დაატარებდა ანასტასიას თოჯინას…
ნატო ჭელიძის, ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილების პანაშვიდი გაიმართება 24-25 აგვისტოს. მისამართი: ჟიული შარტავას 45 , მესამე სადარბაზო ,მე-9 სართული. გასვენება შაბათს ქაშუეთის ეკლესიიდან, 14:00 საათზე.
ყველა სიტყვა უძლურია აქ უკვე, სამძიმრის გამომხატველი – გაუძელი, ძმაო, ისინი ამას ისურვებდნენ, სურვილის გამოხატვა რომ შეეძლოთ…“ – დაწერა ლაშა ბერულავამ.