ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
,,ჩემი ყოველი ახალი სტატუსის გამოჩენაზე ვისაც გული გეკუმშებათ, მართალი ხართ:
ამჯერადაც ცუდი ამბის მაცნე ვარ: უკრაინისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი დაღუპული ქართველი გვყავს: ერთ-ერთ შეტაკებაში 21 დღის წინ დაჭრილი ალექსანდრე ხუსკივაძე კლინიკაში გარდაიცვალა…
ტყუპი შვილების მამას გულმა მაინც ვერ გაუძლო…
სამძიმარი ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და დიდება გმირებს! გმირები არ კვდებიან, ისინი რჩებიან!!! “, – წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.