უკრაინაში აცხადებენ რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის ფარგლებში გაათავისუფლეს სამხრეთ -აღმოსავლეთში მდებარე დასახლება რობოტინი ცდილოდენ უფრო სამხრეთისკენ გადაადგილებას.
გარდა ამისა, უკრაინაში აცხადებენ იმასაც, რომ ქვეყნის დროშა სტრატეგიულ დასახლებაში აღმართეს.
როგორც reuters იუწყება,უკრაინული ძალები თვლიან, რომ მათ გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის ურთულესი ხაზი სამხრეთში და რომ ახლა უფრო სწრაფად დაიწყებენ წინსვლას.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია უკრაინელების მიერ სოფელ რობოტინის აღება.