reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ომის დროს, თუ შესაბამის ხარჯებს პარტნიორებიც გაიყოფენ, კანონმდებლები დაეთანხმებიან, საარჩევნო უბნებზე კი უკლებლივ ყველა მივა.
ქვეყანაში არჩევნების ჩატარება ახლა შეუძლებელია, ვინაიდან უკრაინაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობა ყოველ 90-ე დღეს გრძელდება, ახლანდელი ვადა 15 ნოემბერს იწურება, მას შემდეგ, რაც უკრაინის საპარლამენტო არჩევნების ტრადიციული დრო – ოქტომბერი გასული იქნება, საპრეზიდენტო არჩევნების დრო კი – 2024 წლის მარტში უწევს.