დღეს დილით, 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ინდონეზიაში, ბალისა და ლომბოკის კუნძულების ჩრდილოეთით ზღვაში, _ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინდონეზიის გეოლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა დილის 4 საათზე ბალისა და ლომბოკის სანაპირო რაიონებში დაფიქსირდა და მას ორი ბიძგი 6.1 და 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მოჰყვა.
გეოლოგიური სააგენტოების ცნობით, ამ ეტაპზე ცუნამის საფრთხე არ არსებობს. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ზარალის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, ვრცელდება.