ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ბენეფიციარები მთისპირის თემის სოფლებსა (უკანავა, მთისპირი, ვანისქედი, ოქროსქედი) და ჩხაკაურაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები არიან.
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის სოციალური პროგრამის სარგებელი სამართლიანობის პრონციპის სრული დაცვით ყოფილიყო გადანაწილებული, კომპანიამ კეთილი ნების საფუძველზე, სოციალური პროექტების ნუსხაში შშმ პირების დახმარება გაითვალისწინა. სოციალური პროგრამა 2022 წლის აპრილის თვიდან ამოქმედდა. პროექტის თანახმად, 36 ბენეფიციარი იღებს ბახვი ჰესის ყოველთვიურ ფულად დახმარებას. დახმარება ორ კატეგორიაზე ნაწილდება: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის და მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსების მქონე შშმ პირები. პირველ კატეგორიის მქონე პირთა ყოველთვიური დახმარება 150 ლარით არის განსაზღვრული, მეორე კატეგორიის დახმარების ოდენობა კი, ყოველთვიურად 100 ლარია. პროგრამა 2024 წლის ბოლომდე იმოქმედებს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved