თბილისში, დელისის მეტროსთან ხმაური იყო.
რამდენიმე ადამიანი პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
არსებული ცნობით, მათი ნაწილი მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას ცდილობდა, ნაწილი კი გარეთ ელოდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი ქურდობაში შეამჩნიეს.