ქეთი დოლიძემ თბილისის 61-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.
ქეთიმ, ასევე, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და შედეგიც შესაბამისია _ შრომისმოყვარე და მიზანდასახული გოგო 100%-იანი გრანტით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ვულოცავთ ქეთის და წარმატებებს ვუსურვებთ. გვჯერა, ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს მიღწევებით!