foxnews– ის ინფორმაციით, რუსეთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს Sarmat-ს ანთავსებს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეს რაკეტები მსოფლიოს ორჯერ დააფიქრებს ბრძოლაზე.
„სარმატის სტრატეგიული კომპლექსი საბრძოლო მოვალეობაზეა დაყენებული“, – განაცხადა როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა იური ბორისოვმა, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti.
პუტინმა პირველად გამოაცხადა სარმატი, რომელსაც ასევე “სატანა II” უწოდეს, 2018 წელს. ბალისტიკური სარაკეტო სისტემას შეუძლია ატაროს მინიმუმ 10 ბირთვული ქობინი და გამიზნულია შეცვალოს R-36 ICBM-ები.
„პუტინი აშკარად სტრატეგიულ შეტყობინებას უგზავნის შეერთებულ შტატებსა და ნატოს, რომ ბირთვული ვარიანტი უკრაინაში რჩება მაგიდაზე“,_ განუცხადა რებეკა კოფლერმა, Doctrine & Strategy Consulting-ის პრეზიდენტმა და თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა Fox News Digital-ს.
მან დასძინა, რომ პუტინმა „რუსეთის ბირთვული ძალები სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე მოათავსა მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში შეიჭრა, იმის შიშით, რომ აშშ და ნატო შეიძლება ჩაერიონ უკრაინის სახელით.
მან აღნიშნა, რომ პუტინი არასდროს დაესხმება შეერთებულ შტატებს კინეტიკურად, განსაკუთრებით ბირთვული იარაღით, თუ რა თქმა უნდა, რუსეთი არ აღმოაჩენს ნიშანს, რომ ამერიკა პირველ რიგში თავს დაესხმება მათ. ასე რომ, ეს სარმატის ნაბიჯი არის შეკავების მიზნებისთვის”.