ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამ თვეში აპირებს რუსეთში გამგზავრებას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, _ განუცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ის ამერიკელ პარტნიორ CBS-ს.
ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, _ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ კომენტარი არ გაკეთებულა ჩრდილოეთ კორეიდან ან რუსეთიდან.