უბედური შემთხვევა მოხდა თურქეთში _ ახალგაზრდა სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
ადგილობრივთა ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხოელი ტურისტია, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ტურისტი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ექიმების განმარტებით, ახალგაზრდა კაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.