პედაგოგების ნაწილი მოსწავლეებს სკოლისთვის შეუფერებული სამოსის გამო საყვედურობს და ხშირად, გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც არ აძლევს ბევრჯერ გვსმენია, რომ პედაგოგების ნაწილი მოსწავლეებს სკოლისთვის შეუფერებული სამოსის გამო საყვედურობს და ხშირად, გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც არ აძლევს.
_ რა ითვლება სკოლისთვის შეუფერებლად, ვინ ადგენს ამ კრიტერიუმებს და აქვს თუ არა დირექციას უფლება, მოსწავლე გაკვეთილზე არ დაუშვას შეღებილი თმის ან დახეული ჯინსების ტარების გამო, რა პასუხიმგებლობა ეკისრება სკოლას, როცა მოსწავლეს გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგი საკლასო ოთახში არ უშვებს. ამ კითხვებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ მოსწავლის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში დირექტორიც უნდა ჩაერიოს:
„გაცნობებთ, რომ არსებობს მოსწავლის ქცევის კოდექსი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მოსწავლეს დისციპლინური სახდელი შეიძლება დაეკისროს. დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს:
სიტყვიერი შენიშვნა; საყვედური (წერილობით ფორმით); სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში – გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების შემდგომ); საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 1-იდან 5 დღემდე ვადით; საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით; გაკვეთილიდან გაძევება; 7. ზარალის ანაზღაურების დაკისრება; სასკოლო კლუბებში, წრეებში, სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის პრივილეგიის ჩამორთმევა და უკიდურეს შემთხვევაში ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა.