სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირაში 9 სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის დაკლებას ვარაუდობენ, ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მათ შორის დედაქალაქშიც.