გოგორეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა გაზის მილები დააზიანა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენლის მოადგილემ, ზაზა ბაქანიძემ განუცხადა.
“მეწყერმა ჩაიტანა გაზის მილები, მრიცხველები. მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება “სოკარს”. ამ დროისთვის ვცდილობთ მათთან დაკავშირებას და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება”,_ გვითხრა ბაქანიძემ.
ინფორმაციისთვის, ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთ-ერთი მოსახლის ჭიშკარიც წაიღო.
ავტორი