საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,_ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე”,_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.