თუ საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, გააღრმავებს თუ არა ეს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში,_ აღნიშნულ კითხვაზე ბორელი პასუხობს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოახერხონ გაერთიანება.
„პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაცია არის, ის საკითხი, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ. ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, ვერ ჩავერთვებით. პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაცია თქვენი პრეროგატივაა. ამ საკითხის დისკუსიაში შესვლაც ჩარევა იქნებოდა შიდა ცხოვრებაში. ამის გაკეთება არ მინდა. თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. მე ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, გადაწყვეტებს. ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობა ოპოზიციას არ ეთანხმება – ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ყველა დემოკრატიული პროცესი ასე ხასიათდება, მაგრამ როდესაც კრიტიკა გადადის სხვა მიმართულებით, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი არ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული ძალისხმევა და სულისკვეთება არ აისახება, მაშინ ეს აზიანებს პროცესებს. ჩემი მოწოდება ყველასადმი არის, გამოიყენეთ ეს შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმრავლესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი. ჩემი ბერკეტი ამ შემთხვევაში მინიმალურია. პოლიტიკურ ძალებს აქვთ აქ სათქმელი“, – განაცხადა ბორელმა.