უკრაინას კონტრშეტევისთვის 30 დღე დარჩა – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაურმა, მარკ მილიმ გააკეთა.
როგორც BBC იუწყება, ამის მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. მისი თქმით, ცივი ამინდების დადგომა საბრძოლო მოქმედებებს შეაფერხებს.
ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, გენერალმა მარკ მილიმ აღიარა, რომ უკრაინის შეტევა იმაზე ნელა განვითარდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ თქვა, რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
მილიმ ასევე აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინელებს სტაბილური პროგრესი აქვთ.