ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯუმათში მცხოვრები მაკა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ეს წალკოტი თითქმის აღარ არსებობს ,“ – წერს ის სოფელ ჯუმათზე.
„კიდევ ერთხელ მინდა თქვენი მხარდაჭერა ვითხოვო ჩემო მეგობრებო 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის, თორნიკე ჩხარტიშვილოს ოჯახის დასახმარებლად. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია. სჭირდებათ საკვები საყოფაცხოვრებო ნივთები და ყველა ტიპის დახმარება რასაც შევძლებთ. უამრავი ადამიანი მწერს რომ ანგარიშის ნომერი დავდო სადაც შეძლებენ თანხების დარიცხვას. დიდი მადლობა ყველას ასეთი დიდი ყურადღების და ერთგულებისთვის.
გიზიარებთ ჩემს პირად ანგარიშის ნომერს. ჩარიცხულ თანხებზე ინფორმაცია ამ პოსტის კომენტარებში დაიდება.
მადლობა თქვენ
საქართველოს ბანკი
ამ წუთისთვის დარიცხულია 2100 ლარი (სხვა ბანკებიდან გადმორიცხული თანხები ჯერ არ დარიცხულა ამიტომაც ვერ ვაქვეყნებ შემომწირველთა სრულ სიას.“ – აღნიშნულია მაკა ჩხარტიშვილის სტატუსში.
სოფელ ჯუმათში სტიქიის შედეგად მძიმე მდგომარეობaა. სტიქიამ პირველ ღამეს ერთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო კადრები სადაც დატვირთული მანქანებით პროდუქტები და საჭირო ნივთები მიაქვთ მოსახლეობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ავტორი