ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ოზურგეთის და ჩოხატაურის გზა ჩავარდა. ადგილობრივი მცხოვრები მადონა კიღურაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ საბედნიეროდ, ამ ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„როგორც თვითმხივლელებმა მითხრა, გზის ჩავარდნამდე გაიარა ტრაილერმა, შემდეგ მსუბუქმა მანქანამ და მას მოყვებოდა მიკროავტობუსი. ბეწვზე გადარჩა მიკროავტობუსი თავისი მგზავრებით. ჩემი მეზობელი იჯდა იმ მიკროავტობუსში. მძღოლმა ყველაფერი გააკეთა მგზავრები გადაერჩინა. “ – გვითხრა მადონა კიღურაძემ.
ვიდეომასალა “გურია ნიუსს” მადონა კიღურაძემ მოაწოდა.
ავტორი