გურიის გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ამ დრომდე სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება 1200 მეტ ოჯახს გაეწია.
„არცერთ სოფელში, ფაქტობრივად, აღარ არის ჩაკეტილი უბნები, ყველა უბანთან მიყვანილია, როგორც მინიმუმ, საფეხმავლო გზა და მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდის სამუშაოებიც. სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 514 ოჯახი. გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას”, _ თქვა ჟურნალისტებთან გიორგი ურუშაძემ.
ავტორი