ცოტა ხნის წინ, „NASA“-ს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა „Curiosity“ კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა. მან წითელი პლანეტის ზედაპირის შესწავლისას გრუნტზე ტალღოვანი წარმონაქმნები დააფიქსირა, რაც მიანიშნებს, რომ ძველად იქ ტბა არსებობდა.
ეს მისიის განმავლობაში მოპოვებული ყველაზე ცხადი მტკიცებულებაა, რომელიც მარსის წყლიან წარსულზე გვაწვდის ინფორმაციას. ახალი მიგნების თანახმად, რეგიონი, რომელსაც „Curiosity“ გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებულია, იკვლევს, ადრე წყლით იყო დაფარული.
უძველესი ტბის გავლენით წითელი პლანეტის ზედაპირზე ტალღისებური სტრუქტურებია ფორმირებული და ისინი გრუნტთან ტალღების შეჯახების შედეგად გაჩნდა, რამაც ქანებს ფორმა შეუცვალა.
მარსმავალი „Curiosity“ გეილის კრატერის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შარპის მთას იკვლევს. ეს საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, როგორ იცვლებოდა წითელი პლანეტა მილიონობით წლის განმავლობაში. აპარატს წყლის კვალი აქამდეც არაერთხელ დაუფიქსირებია, მაგრამ უკანასკნელი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ავტორი